ჭვინთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს გრანდიოზული ღონისძება მიუძღვნეს
25-04-2019

16 აპრილს ახალციხის რაიონ ჭვინთის საჯარო სკოლაში  დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ გაიმართა.


ღონისძებაში მონაწილეობდნენ 5-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომლებმაც


წარმოადგინეს ქართული ენის შექმნის ისტორია, მეცნიერულად დადასტურებული სხვადასხვა ფაქტები. სიტუაციური  სკეჩები საქართველოს კუთხეებიდან მათი დამახასიათებელი კილოთი და ა.შ.


ასევე წარმოადგინეს ქართული ცეკვები, განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩეოდა ქორეოგრაფ ბესარიონ კოვზიაშვილის მიერ დადგმული  ქართული ცეკვების პოპური, რომელშიც გაერთიანებული იყო მესხურ, კახურ და ქართლურ ხალხურ სიმღერებზე შექმნილი ცეკვები.


ირაკლი აბაშიძის უკვდავი ლექსი „ო, ენავ ჩემო“ ფორტეპიანოზე შესრულებული  „შენ ხარ ვენახი“ საგალობლის ფონზე განსაკუთრებული გრძნობით წარმოადგინეს ბავშვებმა. 


დასასრულს სკოლის დირექტორმა ბატონმა გიორგი გაგნიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ განუმარტა დედაენის დღის მნიშვნელობა.


მოზარდებს მოუწოდა მისი დაცვისა და გაფრთხილებისკენ. ღონისძიებას უძღვებოდნენ მე 9 კლასის მოსწავლე თინათინ გელაშვილი  და მე-11  კლასის მოსწავლე შოთა გელაშვილი.


ღონისძიების ორგანიზატორები ამავე სკოლის პედაგოგები.


სცენარის ავტორი: თამაზ კაპანაძე

ასისტენტები: მარეხ მარგველაშვილი, ჟანა შარვაძე, მერი გელაშვილი, რაისა სამარჯევი.


ღონისძიების დასასრული მე 12 კლასის მოსწავლეებმა ქეთევან ჩინჩალაძემ და მიხეილ გელაშვილმა ქართული ცეკვა დაისით დააგვირგვინეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203