
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლაში ისტორიაში სასწავლო პროექტი - „როგორ იქმნება ისტორია“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეები ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში დაცული არქეოლოგური მასალა: ძვ. წ. VI-V საუკუნეების საბრძოლო და შრომითი იარაღები, სამაროვანის ინვენტარი, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა. აგრეთვე XIX საუკუნის საბრძოლო იარაღი, ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები და გურიის ერისთავების პირადი ნივთები დაათვალიერეს.
იხილეთ ფოტო