
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე დიტო გვარამია მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსი „ო, ენავ ჩემო“ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრმა ჩაატარა და ის დედა ენისა და სიყვარულის დღეს მიეძღვნა.
დიტო გვარამიამ კონკურსზე „ერთი ლექსი“ წარმოადგინა და საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა.