
სააღდგომო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა გაიმართა თელავის მე-5 საჯარო სკოლაში.
გამოფენაზე
სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგებთან, ნინო ლაჩაშვილთან და ია ჩაველაშვილთან ერთად საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და
ნახატები წარმოაგდინეს.
სკოლის
დირექცია ბავშვებს მადლობას
უხდის გაწეული შრომისთვის.
მართმადიდებლური
სამყარო 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სკოლებში საინტერესო ღონისძიებები იმართება.