თელეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
25-04-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მე-7 კლასში დამრიგებლის, მაკა ბუდაღაშვილის ორგანიზებით ჩატარდა საკლასო საათი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებსა და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია აღნიშნული დღის შესახებ, წაიკითხეს დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები და ფრთიანი გამონათქვამები, მოეწყო ვიდეოჩვენება, თუ როგორი ერთსულოვნებით დაიცვა ქართულმა ინტელიგენციამ მშობლიური ენა მაშინ, როცა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.

ამასთანავე, მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ელიზბარაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. 

„ამდენად, დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშობლიური ენის დაცვა და მისი სიწმინდის შენარჩუნება ერის თვითმყოფადობისთვის“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203