რცხმელურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
25-04-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ნერგები და ყვავილები დარგეს და თემაზე - „დაზოგე ქაღალდი და დაზოგე ტყე!“ პრეზენტაცია გამართეს. 

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო დედამიწის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლები, მოსწავლეებმა ასევე პლაკატები და პოსტერები დაამზადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203