უჯარმის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს სასკოლო ღონისძიება მიუძღვნეს
25-04-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლაში სასკოლო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც დედა ენის დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონკურსი სამ ნომინაციაში: „სკოლის საუკეთესო კალიგრაფი“, ხელნაკეთი წიგნები - „ვის შეუძლია შექმნას წიგნი?“ და ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონის შემოწმების მიზნით კონკურსი - „ვინ უკეთ იცის დედაენა?“. 

კონკურსის გარდა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და სიმღერები, რომლებიც დედა ენას ეძღვნებოდა. 

სკოლის საუკეთესო კალიგრაფი აღმოჩნდა IX კლასის მოსწავლე ლიკა სონიძე. ხელნაკეთი წიგნების კონკურსში გაიმარჯვა V კლასის მოსწავლის, ელენე ნაცვლიშვილის შექმნილმა წიგნმა, ხოლო დედა ენის ცოდნაში საუკეთესო აღმოჩნდა მოსწავლეთა სამეული, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ქეთევან ნათობიშვილი (V კლასი), დაჩი რევაზიშვილი (VIII კლასი) და შოთა დურგლიშვილი (VIII კლასი). 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203