დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში „მწვანე დღეების“ კვირეული გრძელდება
25-04-2019

ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში „მწვანე დღეების“ კვირეული გრძელდება.


მე-5 ა კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად ჩაატარეს კლასსაათი თემაზე „დავიცვათ ბუნება“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სადაც მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია ბაღის მეცნიერ-მუშაკების მიერ.


იქვე მათ საჩუქრად გადაეცათ სხვადასხვა მცენარეთა თესლები რომლებიც ადგილზევე დათესეს სპეციალურად მათთვის მომზადებულ ქოთნებში.


ასევე ბავშვებმა ბაღის ტერიტორიაზე დარგეს ერთწლოვანი ყვავილოვანი მცენარეები.

ჩატარდა ჯგუფური სამუშაო - „ჰერბარიუმის შექმნა“.


ბავშვებმა მოხატეს ბაღის ტერიტორია, გააკეთეს პრეზენტაციები- „მომავლის თვალით დანახული სამყარო“, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დაასრულეს კლასსათი.


ბოლოს კი მოსწავლეებსა და მშობლებს გადაეცათ სიგელები კლასსაათში აქტიური მონაწილებიისათვის დირექტორისა და დამრიგებლისაგან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203