ზემოსურების საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25-04-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ზემოსურების საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი  მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენების შესახებ ცნობები მოიძიეს, გაიგეს ვინ იყვნენ 9 აპრილის აქციის მონაწილე გმირები და ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ბავშვებში გაიზარდა ეროვნული თვითშეგნება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203