
ხონის მუნიციპალიტეტის, ნამაშევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი, გამოეხმაურნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივას - 23 აპრილის წიგნების ჩუქების დღედ დაწესების შესახებ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ერთმანეთს წიგნები აჩუქეს, რაც მათი ცხოვრების წარმატების საწინდარი უნდა იყოს.
იხილეთ ფოტოები