ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ
25-04-2019

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები, პედაგოგ იზო ზენაიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება. 

„მასში, გარდა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა, 284 სკოლა იყო ჩართული. ჩვენი მოსწავლეებისა და მათი ხემძღვანელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს ნახევარფნალი და ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ. ვულოცავთ XI    კლასის მოსწავლეებს: მარიკა ცინცაძეს, ავთო მილორავას, გიორგი ჩხაიძეს, ქრისტინა ჯინჭარაძეს, ნიკა გუგუციძეს და მათ ხელმძღვანელს, იზო ზენაიშვილს ამ დიდ წარმატებას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203