ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით კინოჩვენებას დაესწრნენ
25-04-2019

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის IV, VII და VIII კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან ერთად ქუთაისის კინო „საქართველოს“ ეწვივნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ინტერესით ნახეს ფილმი - „დედამიწა ჩვენი სახლია“.

„მოსწავლეებმა იხილეს დედამიწის სხვადასხვა სარტყელში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო გარემო: როგორ ხვდებიან ისინი მზის ამოსვლას თავიანთი რიტუალებით.

მათი ყურადღება მიიპყრო გალაპაგოსის კუნძულების ბინადრებმა, მათი თავდაცვის ინსტიქტმა, აფრიკულ სავანებში მობინადრე ჟირაფებმა და ზებრებმა, ანტარქტიკაში - პინგვინებმა, მყინვარების მსხვრევამ, ვარსკვლავიანმა ცამ და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დედამიწა მართლაც ჩვენი სახლია და მას მზრუნველობით უნდა მოვეპყრათ და გავუფრთხილდეთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203