
2019 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტების შესახებ აბიტურიენტების კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჩიქვინაძე პასუხობს.
კითხვაზე - ზოგადი უნარების რა ტიპის დავალებებში უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე მეტ შეცდომას? - ჩიქვინაძე შემდეგნაირად პასუხობს: „შედარებით მეტ შეცდომას უშვებენ აბიტურიენტები - ვერბალური ნაწილის წაკითხული ტექსტის გააზრებაში და მათემატიკური ნაწილის მონაცემთა საკმარისობის დავალებებში“.