ჩაოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი გამოფენა მოეწყო
25-04-2019

23 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

 

გამოფენა არ იყო თემატური ამიტომ მონაწილეთა და ნამუშევართა რაოდენობაც იყო შეუზღუდავი.

 

მონაწილეებმა წარმოადგინეს ჟანრობრივად მრავალფეროვანი ნამუშევრები: ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ნაქსოვები, მაკეტები.

 

ნამუშევრები შესრულებული იყო, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, თითოეულ ნიმუშს ეტყობოდა თუ როგორი დიდი სიყვარულით და რუდუნებით იყო შექმნილი. გამოფენამ მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

სკოლის დირექცია წარმატებებს ვუსურვებთ ნორჩ ხელოვნებსა და ხელგამრჯე ბავშვებს.  

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203