ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ფიფია კალიგრაფიის კონკურსში საპრიზო ადგილზე გავიდა
25-04-2019

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ხორციელდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი-კონკურსი ქართული კალიგრაფია 2019.

კონკურსში მონაწილეობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლე ახალგაზრდები.  

ორგანიზებას უწევდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, წალენჯიხის განყოფილების ახალგაზრდობის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.

დაჯილდოვების ცერემონიალი 15 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში გაიმართა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები, ღონისძიების დასასრულს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

 

კონკურსში მე-2 ადგილის მფლობელი გახდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N 2 საჯარო სკლის პედაგოგი, მაია ფიფია.  

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203