
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა.
ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის, ქარვაზი უსტალიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, მიმოიხილეს ისტორიული ფაქტები და დაამზადეს კედლის გაზეთი.
ღონისძიების ბოლოს მათ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები