საღრაშენის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეზე ფარცხისის ციხე დაასუფთავეს
25-04-2019

თეთრიწყაროს რაიონ საღრაშენის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

 

მოსწავლეებმა ამ დღის ფარგლებში ფარცხისის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

 

აქტივობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ბავშვები მიხვდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბუნებისთვის სისუფთავის დაცვას.

 

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203