კერძო სკოლა „ანაბასისში“ ზღაპარქალაქი გაიხსნა
25-04-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ზღაპარქალაქი გაიხსნა.

Vბ კლასის მოსწავლეებმა გურამ პეტრიაშვილის ლიტერატურული ზღაპრების მიხედვით შექმნილ სამყაროში იმოგზაურეს. 

„მათ აღნიშნეს, რომ ზღაპრის მოსასმენი თვალი და ყური სჭირდება ადამიანს ყველაზე  უცნაური ამბების დასაჯერებლად. კარგი იქნება იმრავლონ ცისფიქრიანმა ადამიანებმა ჩვენს ქალაქში, რათა არ იფეთქოს ჩემოდნების ეპიდემიამ“ - აღნიშნა პედაგოგმა მარეხ ფორჩხიძემ. 

ღონისძიება მოწოდებით „ცისფერი პეპლების ცისფერ ნათებას უმზირეთ და გაუღიმეთ ერთმანეთს“ დასრულდა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203