
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გუმბრინის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ ნათია გულბიანის ხელმძღვანელობით თემაზე - „როგორ დავეხმაროთ დედამიწას“ საუბარი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედამიწის შესახებ ვიდეოფილმი ნახეს, შემდეგ კი ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე მოსწავლეთა ინიციატივით დაიგეგმა სკოლის ეზოს განაშენიანება.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები