წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი - ,,თითო წიგნი ბიბლიოთეკას“ განხორციელდა
25-04-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი - ,,თითო წიგნი ბიბლიოთეკას“ განხორციელდა. 
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი ერთი თვე მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, დირექტორის მოწოდებით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს (წიგნის ჩუქების დღე) სკოლის ბიბლიოთეკას 41 ახალი წიგნი შეემატა.
 
„მადლობა ყველა კლასს, მათ დამრიგებლებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს...თვით დირექტორმა, საკუთრივ, რამდენიმე ისეთი წიგნი უსახსოვრა სკოლის ბიბლიოთეკას, რომლებიც კარგ მეგზურობას გაუწევს სკოლის მოსწავლეებს - წიგნიერების კომპეტენციის განვითარების გზაზე შემდგართ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენლის თქმით. 
 
იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 23 აპრილიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. 2003 წელს კი საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღეს აღნიშნავენ.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203