იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს
25-04-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-5/4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის მარინე რუსაძის ხელმძღვენელობით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელები ასევე გამოეხმაურნენ ინიციატივას- 23 აპრილს წიგნების ჩუქების დღის დაწესებასთან დაკავშირებით. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თანაკლასელებმა ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს, რამაც მათში დიდი სიხარული გამოიწვია. 

იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 23 აპრილიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. 2003 წელს კი საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღეს აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203