ვაქირის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გადავარჩინოთ დედამიწა“ ჩატარდა
25-04-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილო მოსაშვილის სახელობის ვაქირის საჯარო სკოლის III კლასში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გადავარჩინოთ დედამიწა“ ჩატარდა.


სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინეს. ბოლოს კი ეკოლოგიის შესახებ სლაიდშოუს ჩვენება გაიმართა. 


დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203