
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, დღნორისის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მასწავლებლის მანანა შალიკიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - ,,დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ გაიმართა.
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
„ვუსურვებთ წარმატებებს მანანა მასწავლებელს და მის პატარა აღსაზრდელებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები