
ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.
ღონისძიება მწვანე ბაღში ჩატარდა, სადაც აღმართულია 9 აპრილს დაღუპულთა სახელობის „ქვის სვეტი“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილის შესახებ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე ზ. ქურასბედიანი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ი.ონიანი.
მათ მადლობა გადაუხადეს ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორს, ციცინო მუსელიანს და მის აღსაზრდელებს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის.
იხილეთ ფოტოები