ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა
25-04-2019

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლების ლარისა რუსაძის და დარეჯან ნემსაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია „Масленица“ (რუსეთში ყველიერის სადღესასწაულო კვირეულის ჩატარების ისტორია და ტრადიციები).

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VIIIა, VIIIბ, XIბ და XIIბ კლასის მოსწავლეები: რ. გელენიძე, ლ. ხურციძე, ქ. ზახარჩენკო, თ. გამისონია, თ. სვინტრაძე, ლ. სვინტრაძე, ნ. ფუტკარაძე, მ. ქვაჩახია, თ. ლანჩავა, ნ. თელია. 

მათ საინტერესოდ წარმოადგინეს თემა. კომპოზიცია უხვად იყო ილუსტრირებული ფოტო და ვიდეომასალით.

დამსწრე მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ აქამდე არ ფლობდნენ ინფორმაციას ამ დღესასწაულის შესახებ და დიდი ინტერესით გაეცნენ მას. ასევე, აღინიშნა მოსწავლეების კარგი მეტყველება, მათი დამოკიდებულება საგნის მიმართ, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203