
თბილისის N45 საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი „ახალი სკოლის მოდელის" დანერგვის პროცესში.
„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ - ჩვევებს მისცემს.
ამ ეტაპზე, I – IV კლასების პედაგოგები, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კურიკულუმის შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობენ. კერძოდ, ცნებათა მატრიცებზე დაყრდნობით, შეიმუშავებენ თემატურ გეგმებს საგნების მიხედვით, რაც მათ სშუალებას მისცემს სწავლა - სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკას დაუკავშირონ.
აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს სასკოლო კულტურის განვითარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც სკოლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები