
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი ესაუბრა მოსწავლეებს, ზოგადად, წიგნის მნიშვნელობაზე, წიგნის დღედ გამოცხადების შესახებ, ასევე წიგნიერი თაობის უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში.
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა გამოიჩინეს ინიციატივა, სკოლაში შეაგროვონ მხატვრული ლიტერატურა და გაამდიდრონ სასკოლო ბიბლიოთეკა, ასევე ეს დღე გამოცხადდეს წიგნის ჩუქების დღედ.
ღონისძიების სლოგანი იყო - „გვიყვარდეს წიგნი, რომ გვერქვას წიგნიერი თაობა“, „ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები“, „წიგნი საუკეთესო საჩუქარია“.
იხილეთ ფოტოები