ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მერი ხარაბაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა
24-04-2019

ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მერი ხარაბაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მერი ხარაბაძე ათწლეულების მანძილზე ამავე სკოლის ბიოლოგიის წარმატებული მასწავლებელი იყო. მერი ხარაბაძე მისი ეპოქის ინოვატორი მასწავლებელი გახლდათ. 

„დღეს ბიბლიოთეკა ინფრასტრუქტურულად გამართულია: 5000-მდე წიგნი, 4 ცალი ინტერნეტში ჩართული ნოუთბუქი, Wi-Fi, პროექტორი, თანამედროვე გახმოვანების სისტემა და კომფორტულად სამუშაოდ პუფები აქვს.

ბიბლიოთეკა ღიაა მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის, მშობლისთვის. ბიბლიოთეკა ,,ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დამატებითი რესურსი იქნება სკოლისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203