პატარძეულის საჯარო სკოლაში კონფერენცია - „დედამიწის დღე“ ჩატარდა
24-04-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ეკა ჯიღაურის ხელმძღვანელობით, საინტერესო კონფერენცია - „დედამიწის დღე“ ჩაატარეს.

ორიგინალური რესურსებით, პოსტერებითა და ვიდეო ჩვენებებით აღნიშნეს. მოვისმინეთ მოსწავლეთა მიერ მოძიებული საინტერესო მასალები.

კონფერენციის შემდეგ მოსწავლეებმა დედამიწას ორიგინალური ტორტი მიართვეს და საიუბილეო სიმღერაც შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ორიგინალური რესურსი „მოწყენილი დედამიწა“  მშობელთა დახმარებით შეიქმნა.

სკოლის ადმინსიტრაცია მშობლებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203