
ცაგერის მუნიციპალიტეტის, მახაშის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს, გარემოსდაცვით თემებზე კედლის გაზეთები და პლაკატები შექმნეს და გამწვანების აქცია მოაწყვეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები