ბაკურიანის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო „ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები“ გაიმართა
24-04-2019
ბაკურიანის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო „ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები“ გაიმართა. 

ღონისძიებაში მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ მხატვრულად წაიკითხეს სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე პოეტების ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო  კლასის ხელმძღვანელი მედეია მეტრეველი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მანჯავიძე. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ ასეთი საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიების მოწყობისათვის.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203