
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები დიდი სიხარულითა და სიამოვნებით გამოეხმაურნენ გიორგი კეკელიძის ინიციატივას- 23 აპრილს წიგნების ჩუქების დღის დაწესებასთან დაკავშირებით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ ირმა თოდუასთან ერთად მოემზადნენ და ერთმანეთს ყველაზე კარგი და ძვირფასი საჩუქარი - წიგნები მიუძღვნეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა 23 მაისს (ერთ თვეში) წაკითხული წიგნების კლასში წარდგენის სურვილი გამოთქვეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები