ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია - „სიყვარული დღეს და გუშინ“ წარმოადგინეს
24-04-2019

ბათუმის N20 საჯარო სკოლის X(ბ) კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ ასმათ დიასამიძესთან ერთად, სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს  მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია - „სიყვარული დღეს და გუშინ“ წარუდგინეს.

X კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმობების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“, „მე ვხედავ მზეს“ და „თეთრი ბაირაღების“ პერსონაჟთა როლები.

„ულამაზესია დღე, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში. სწორედ ასეთ დღედ იქცა 19 აპრილი.

ლიტერატურული კომპოზიცია ნოდარ დუმბაძის უკვდავი შემოქმედებისა და თანამედროვე ახალგაზრდა პოეტების პოეზიის სინთეზს წარმოადგენდა.

მოსწავლეები ნამდვილ პატარა მსახიობებად იქცნენ და სრულყოფილად შეძლეს თავიანთი სასცენო უნარების დემონსტრირება. მხატვრული კითხვის პატარა ოსტატებმა ახალგაზრდა ქართველ პოეტთა ხალასი პოეზია წარმოადგინეს.

მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ცნობილ ქართველ მსახიობთა ვიდეო-კოლაჟითა და მასიური ფინალური ნომრით დასრულდა.

მხატვრულ ლიტერატურულ კომპოზიციაში, რომელმაც დარბაზის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, X(ბ) კლასის ყველა მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას“,-ნათქვამია  ბათუმის N20 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203