დმანისი ბედნიერ მომავალზე ზრუნვას აძლიერებს - izrune.ge-ს ირგვლივ მთელი მუნიციპალიტეტი ერთიანდება
25-04-2019

დმანისი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობს.

პროექტის მთავარი მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში  სკოლების წარმატებულ დირექტორებს შეხვდა და  Izrune.ge-ს მასშტაბების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ტრენინგი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, Izrune.ge-ს წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოგეხსენებათ, Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა, ამ პროცესში კი დმანისი წარმატებით ერთვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203