აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ლაშქარავამ თემაზე - ,,ეკოლოგია და კულტურა“ გამართულ კონფერენციაში გაიმარჯვა
24-04-2019

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ლაშქარავამ (თემის ხელმძღვანელი ნესტან მორგოშია) თემაზე - ,,ეკოლოგია და კულტურა“ გამართულ კონფერენციაში ნომინაციაში  - ეკოლოგია და ხელოვნება გაიმარჯვა. 

კონფერენცია დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ეკო-კლუბ „მწვანე ერთობის“ ორგანიზებით (ეკო-კლუბის ხელმძღვანელი - ქეთევან კოღუა) ჩატარდა.

კონფერენციაში სენაკის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.

გამარჯვებულებს საუკეთესო ნაშრომისათვის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203