
ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ოზურგეთში გამართულ გუნდური ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ კავკასიის ღია ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.
კავკასიის ღია ჩემპიონატი გუნდურ-ინტელქტუალურ თამაშში ,,ტვინების ბრძოლა“ ოზურგეთში 14 აპრილს ჩატარდა.
ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის გამარჯვებული გუნდის წევრები არიან - გიორგი ზენაიშვილი, ლიზი ფირცხალაიშვილი, მარიამ ფირცხალაიშვილი, თათია ასამბაძე და გუნდის კაპიტანი გურამ ფირცხალაიშვილი.
სკოლის აღსაზრდელებს ელოდებათ მესამე ეტაპი: ფინალი - ე.წ „დისტანციური სუპერფინალი“, რომელიც საქართველოში მოასპარეზე გუნდებისათვის სამ ლოკაციაზე - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
იხილეთ ფოტო