ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
24-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, პატრიოტული თემატიკის ლესები წაიკითხეს, სანთლები დაანთეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203