ახალხიზის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება და აქცია გაიმართა
24-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის, ახალხიზის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება და აქცია გაიმართა. 


სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ლექცია ჩატარდა, გაიმართა პრეზენტაცია Power-point-ის გამოყენებით. ლექციას დისკუსია მოჰყვა. 


დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლის ეზოში ნერგები და ყვავილები დარგეს.


 „მოსწავლეები ხალისით და ინტერესით მოეკიდნენ საქმეს და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის  სურვილი კიდევ გამოთქვეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203