ნაგარევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
24-04-2019

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თერჯოლის რაიონ ნაგარევის საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო ამბროლაძესთან ერთად ჩაატარეს პრეზენტაცია: „როგორ მოვუაროთ დედამიწას“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებლებს და სხვა თანასკოლელებს გადასცეს სამახსოვრო სუვენირები.

დაიგეგმა დასუფთავების აქცია, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203