ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის ეზოში ნერგები დაირგო.
სკოლის ეზოებში ნერგები საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროსა და „ახალგაზრდული პლათფორმის“ ინიციატივით დაირგო.
აქციას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე შეუერთდნენ.
როგორც „ახალგაზრდული პლათფორმის“ წევრები აცხადებენ, მათ სკოლებში მაკულატურა შეაგროვეს და სხვადასხვა ჯიშის ნერგებზე გადაცვალეს.
აქციაში ლანჩხუთის N1 და ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები