
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ თბილისის N90 საჯარო სკოლის VIII, IX და X კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტის საჩუქარი ენციკლოპედია - შევიცნოთ ჩვენი სამყარო გადასცა.
„აჩუქე წიგნი“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.
იხილეთ ფოტოები: