დუშეთის მუნიციპალიტეტის, არაგვისპირის საჯარო სკოლის პირველმა და მეოთხე კლასმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
სკოლის აღასაზრდელებმა ღონისძიება გაზაფხულის დადგომას და ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, მათ შორის ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება დედებსა და პედაგოგებს მიუძღვნეს.
ღონისძიებას მასწავლებლები თამილა გელიაშვილი, მაია ჩოხელი და გიული ტუშური ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები