როდემდე აქვთ უფლება აბიტურიენტებს გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართონ ცენტრს და გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ?
23-04-2019

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ, 7 მაისის ჩათვლით წერილობით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვონ.

აბიტურიენტებმა რეგისტრაციის გაუქმებისთვის ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩააბარონ. აღნიშნული განცხადებით მიმართვის შემდგომ ცენტრი მათ ერთიან ეროვნულ გამოცდების რეგისტრაციაში გადახდილ თანხას სრულად დაუბრუნებს.

აღსანიშნავია, რომ თანხები ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge.

გაფრთხილება! თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შეტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ ბრუნდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203