კორტანეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
23-04-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის კორტანეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი: მ. ლილუაშვილი, ი. შთაშვილი) დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია, გააკეთეს პრეზენტაციები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. 

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203