
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა სახელით - ,,გადავარჩინოთ დედამიწა“.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე მოამზადეს პრეზენტაცია, ნახეს ვიდეოები და ინგლისურ ენაზე შეასრულეს სიმღერები. მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები.
მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით მნიშვნელოვანია მსგავსი უფრო ფართომაშტაბიანი აქტივობების ჩატარება.
იხილეთ ფოტოები: