დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
23-04-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის, დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მეათე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ამავე სკოლის  გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლალი ოგნაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგნენ.

პრეზენტაციას სკოლის დირექტორი ლაურა ტატუაშვილი, დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილის დარგში გიული მანთაშაშვილი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციაზე  ნაჩვენები იყო დედამიწის დღესთან  დაკავშირებული სხვადასხვა  მასალები - ვიდეოები,  ხელით  შექმნილი  თვალსაჩინოებები,  რომლითაც მოსწავლეებმა საზოგადოებას დედამიწის  დაცვა მოუწოდეს.  სკოლის აღსაზრდელებმა ასევე დარგეს ოთახის ყვავილები და მოაწყვეს აქცია „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203