„9 აპრილი - დღე ტრაგედიისა და დღე დამოუკიდებლობისა“ - ღონისძიება ხავეთის საჯარო სკოლაში
23-04-2019

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყვეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის ტიგრან კარაპეტიანის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა ისტორიები ამ დღესთან დაკავშირებით და თქვეს ლექსები.

მათ პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და აღნიშნეს, რომ ამ გმირებმა მოგვიტანეს თავისუფლება.

 

ისტორიის მასწავლებელმა აღნიშნა, რომ 9 აპრილი ჩვენს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების და თავგანწირვის სიმბოლო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203