მარნეული სახელმწიფო ენის პოპულარიზებაზე Izrune.ge-სთან ერთად ზრუნავს
23-04-2019

მარნეული ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობს.

პროექტის მთავარი მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ქენან ომაროვის ორგანიზებით, Izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრას მართავს.

ტრენინგი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, Izrune.ge-ს წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის ხელშეწყობას ემსახურება.

მარნეულის სკოლების წარმატებულ დირექტორებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოგეხსენებათ, Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა, ამ პროცესში კი მარნეული აქტიური თანამოაზრეა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203