გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-04-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, გიზო წულაიას სახელობის გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლაში ნახატების გამოფენა მოეწყო, დასუფთავების აქცია ჩატარდა და თემაზე - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა“ დისკუსია გაიმართა.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203