იანეულის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-04-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლა დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შუერთდა. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, დაასუფთავეს სოფელ იანეულის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული წიგნების აღდგენაში მონაწილეობდნენ.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203